"სულ უფრო უკეთესი ხდება" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძე კიდევ ერთხელ შეაქო » სპორტის ხაზი

"სულ უფრო უკეთესი ხდება" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძე კიდევ ერთხელ შეაქო

"სულ უფრო უკეთესი ხდება" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძე კიდევ ერთხელ შეაქო
9-10-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

აიაქსის მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი Voetbal International-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველი სულ უფრო უკეთესი ხდება და დღიღიდღე ვითარდება.

"მიქაუტაძეს შეუძლია როგორც თავდამსხმელად, ასევე ფლანგის ნახევარმცველად თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებით კარგია მოედნის შეზღუდულ მონაკვეთზე. მინდოდა, რომ მას ვაალვაიკის წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ მატჩი შეწყდა.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აეკ-თან თამაშისას, ვფიქრობდი, რომ ამურიკოსთან ერთად გვჭირდებოდა აქსელ დონგენის, სტივენ ბერგვაინისა და ჩუბა აკპომის მეტი სიჩქარე. გიორგი კი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც უფრო მეტს ბურთით თამაშობს, ამიტომ ამ მატჩში არ გამოვიყენე.

მას აქვს პერსპექტივა. ვფიქრობ, მიქაუტაძე სულ უფრო უკეთესი ხდება. ვარჯიშზე აჩვენებს, რომ კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ მან უბრალოდ უნდა დაიმსახუროს თავისი ადგილი და საამისო მომენტიც უნდა დადგეს. ბიჭებმა, რომლებიც ახლა სასტარტო შემადგენლობაში არიან, როგორც აეკ-ის, ასევე ვალვაიკის წინააღმდეგ დავალებებს თავი კარგად გაართვეს
."


შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ნიდერლანდურ გრანდს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიუხედავად ამხელა მოლოდინებისა, გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში თავის დამკვიდრების საშუალება თითქმის არ ჰქონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი