რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინას" წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინას" წინააღმდეგ

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინას" წინააღმდეგ
9-10-2023, 00:44
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-8 ტურში ნაპოლიმ შინ ფიორენტინა მიიღო და ანგარიშით 1:ე დამარცხდა.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე, მე-7 წუთზევე მოახერხეს ანგარიშის გახსნა - იოსიფ ბრეკალომ მერეტს უკიდურესი კუთხიდან დაურტყა და ფიორენტინა დააწინაურა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიქტორ ოსიმენმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა, პენალტი მოიპოვა და ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშს ფიორენტინა აკონტროლებდა. მატჩის 63-ე წუთზე ნაპოლის მასპინძლების დაცვის ხაზი ჩავარდა და ბონავენტუნამ "იისფრები" კიდევ ერთხელ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე კი ნიკოლას გონსალესმა 92-ე წუთზე დააფიქსირა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეფასების სახით 6.9 ქულა დაიმსახურა.

ამ წაგების შემდეგ "ლურჯები" 14 ქულით მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას რუდი გარსიას ბიჭები 21 ოქტომბერს, ვერონას წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი