სიმეონე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს » სპორტის ხაზი

სიმეონე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სიმეონე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
8-10-2023, 20:22
Aa Aa
გაზიარება:

დიეგო სიმეონე სულ მალე მადრიდის "ატლეტიკოსთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც ირკვევა, არგენტინელი სპეციალისტი "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უახლოვდება და სულ მალე გარიგება ოფიციალურ სახეს მიიღებს.

სიმეონეს მოქმედი ხელშეკრულება ამ სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, თუმცა Relevo იტყობინება, რომ ეს ჩოლოსთვის "ატლეტიკოში" ბოლო სეზონი არ უნდა იყოს.

ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტის კონკრეტული პირობები უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი