"ტენერიფეს" პირველი გამარჯვება - გიორგი შერმადინმა 15 ქულა დააგროვა » სპორტის ხაზი

"ტენერიფეს" პირველი გამარჯვება - გიორგი შერმადინმა 15 ქულა დააგროვა

"ტენერიფეს" პირველი გამარჯვება - გიორგი შერმადინმა 15 ქულა დააგროვა
8-10-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 მარცხის შემდეგ ტენერიფელებმა შინაურ კედლებში, რიო ბრეგანთან ითამაშეს და მეტოქეს 88:81 სძლიეს.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. გამოცდილმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი იყო. საერთო სარგებლიანობით შერმადინმა და აბრომაიტისმა თანაბარი შედეგი (20) აჩვენეს.

შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ლიგის, ამჟამად 3-დან 3 გამარჯვების მქონე ჟირონას შეხვდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი