VIDEO: "რთულია ამ ემოციის გაზიარება" - შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

VIDEO: "რთულია ამ ემოციის გაზიარება" - შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

VIDEO: "რთულია ამ ემოციის გაზიარება" - შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
8-10-2023, 15:49
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქ თათაროღლუს სძლია. გურეშიძე ძლიერ მეტოქესთან ჯერ ულამაზესი გდებით, ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი მოწინააღმდეგე შებოჭვით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ერთი მედალი იყო. ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გახდა.

პორტუგალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. ხვალ, 8 ოქტომბერს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჩვენი შერეული გუნდის მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი