"ამ შემთხვევაში რომაელები მოურინიოს გაათავისუფლებენ" - იტალური მედია » სპორტის ხაზი

"ამ შემთხვევაში რომაელები მოურინიოს გაათავისუფლებენ" - იტალური მედია

"ამ შემთხვევაში რომაელები მოურინიოს გაათავისუფლებენ" - იტალური მედია
7-10-2023, 17:32
Aa Aa
გაზიარება:

იმ შემთხვევაში თუ "რომა" "კალიარისთან" დამარცხდება, გუნდის მესვეურები მზად არიან, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლონ. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corrierre dello Sport ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტი პორტუგალიელის გაშვებას ჯერ კიდევ სერია A-ს მე-6 ტურში, "ჯენოასთან" 1:4 განადგურების შემდეგ გეგმავდა, თუმცა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დაარწმუნა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა.

"კალიარისა" და "რომას" ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.

სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, მოურინიოს გუნდს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი