ზლატანი საუდის არაბეთზე: "როგორც ჩანს, ზოგმა საკმარისი ფული ვერ იშოვა" » სპორტის ხაზი

ზლატანი საუდის არაბეთზე: "როგორც ჩანს, ზოგმა საკმარისი ფული ვერ იშოვა"

ზლატანი საუდის არაბეთზე: "როგორც ჩანს, ზოგმა საკმარისი ფული ვერ იშოვა"
7-10-2023, 10:09
Aa Aa
გაზიარება:

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასული სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა.

შვედ ფორვარდს შეთავაზებები საუდის არაბული კლუბებისგან ჰქონდა, თუმცა იბრამ ყველა მათგანი უარით გაისტუმრა და კარიერის დასრულება ამჯობინა. ზლატანმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა:

"მე მგონია, რომ ხალხი, რომელმაც რაღაცას მიაღწია, კარიერას დიდ სცენაზე უნდა ასრულებდეს. მეც მქონდა შეთავაზებები საუდის არაბეთიდანაც და ჩინეთიდანაც, თუმცა საქმე ისაა, თუ რა მიზნები მაქვს. უნდა დამიმახსოვრონ ჩემი ნიჭით და არა იმით, თუ რამდენი გამოვიმუშავე.

არ შეიძლება, რომ დაბალ დონეზე დაეშვა საფეხბურთო თვალსაზრისით, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ უშოვნია საკმარისი",
- განაცხადა იბრამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი