ჰომოფობიური შეძახილების გამო "პსჟ"-ს 4 ფეხბურთელი დასაჯეს » სპორტის ხაზი

ჰომოფობიური შეძახილების გამო "პსჟ"-ს 4 ფეხბურთელი დასაჯეს

ჰომოფობიური შეძახილების გამო "პსჟ"-ს 4 ფეხბურთელი დასაჯეს
7-10-2023, 10:05
Aa Aa
გაზიარება:

გასულ თვეში "პსჟ" "მარსელს" დაუპირისპირდა, ხოლო ამ მატჩში მომხდარი ინცინდენტის გამო პარიზული კლუბის ფეხბურთელები დასაჯეს.

საქმე ისაა, რომ "პსჟ"-ს ფანები ჰომოფობიურ შეძახილებს ყვიროდნენ, რასაც გუნდის ფეხბურთელები აჰყვნენ. კერძოდ, ჰომოფობიურ შეძახილებში ბრალი კოლო მუანის, უსმან დემბელეს, აშრაფ ჰაკიმისა და ლაივინ კურზავას ედებათ.

ამის გამო საფრანგეთის პროფესიონალურმა ლიგამ 4-ვე ფეხბურთელს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ოთხივე ფეხბურთელმა ამის გამო ბოდიში მოიხადა - მათ განაცხადეს, რომ ეიფორიულ მდგომარეობაში იყვნენ და ვერ იაზრებდნენ, რას აკეთებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი