კონფერენს ლიგის მატჩი ვარშავის "ლეგიასა" და "ალკმაარს" შორის სკანდალური გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში ამ ორი გუნდის ფანები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირებოდნენ, თუმცა სიტუაციამ დაძაბულობის პიკს მატჩის დასრულების შემდეგ მიაღწია.
პოლონური გუნდის ორი ფეხბურთელი რადონ პანკოვი და ხოსე პესკუერა დააკავეს, მიზეზი კი ისაა, რომ მათ "ალკმაარის" კოორდინატორზე იძალადეს.
ორივე მათგანი საპატიმროშია, ხოლო "ლეგიას" სხვა ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ.
სავარაუდოდ, ლეგია უეფასგან მძიმე სანქციებს მიიღებს და არაა გამორიცხული, ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციაც დაიმსახუროს.