ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში "ნაპოლი" შინ მადრიდის "რეალთან" 2-3 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ანტონიო კასანომ "რეალი" - "ნაპოლი" შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი:
"ნაპოლის თამაშში ენთუზიაზმი ვერ დავინახე. გამიჩნდა შეგრძნება, რომ ისინი მხოლოდ გულშემატკივრის ენთუზიაზმს მიჰყვებოდნენ ინერციით. მათში გამბედაობა, იდეები და აგრესია ვერ დავინახე.
ვიქტორ ოსიმენმა ბურთი ბევრჯერ დაკარგა და ბევრი არაფერი გამოუვიდა, ხვიჩა კვარაცხელია ჩრდილში იყო, ხოლო ლობოტკა შეტევის გაგრძელების ვარიანტებს ვერ ხედავდა. ამ სამი ფეხბურთელის გარეშე "ნაპოლის" კრეატივში ძალიან უჭირს", - განაცხადა კასანომ.