Calciomercato : "ჩელსი" ვიქტორ ოსიმენს აკვირდება, "ნაპოლის" სიაში ორი თავდამსხმელია » სპორტის ხაზი

Calciomercato : "ჩელსი" ვიქტორ ოსიმენს აკვირდება, "ნაპოლის" სიაში ორი თავდამსხმელია

Calciomercato : "ჩელსი" ვიქტორ ოსიმენს აკვირდება, "ნაპოლის" სიაში ორი თავდამსხმელია
5-10-2023, 16:14
Aa Aa
გაზიარება:

Calciomercato-ს ინფორმაციით ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილო ჩელსის თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. მთავარი კანდიდატი კი ამ პოზიციაზე ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენია.

ნაპოლის მწვრთნელ, რუდი გარსიასა და პარტენოპეის ერთ-ერთ ლიდერს შორის მომხდარი უთანხმოების შემდეგ, 24 წლის ფორვარდის იტალიიდან წასვლის საკითხი კიდევ უფრო რეალური გახდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ვიქტორმა ზაფხულში დიეგო არმანდო მარადონა დატოვოს და ლონდონში გადაბარგდეს.

Calciomercato : "ჩელსი" ვიქტორ ოსიმენს აკვირდება, "ნაპოლის" სიაში ორი თავდამსხმელია

ზაფხულში ოსიმენის წასვლის შანსი ძალიან დიდია

ამის საპირისპიროდ დე ლაურენტსს ოსიმენის ორი ალტერნატივა ჰყავს - ერთი ბრაიტონის ახალგაზრდა ფორვარდი ივან ფერგიუსონია, მეორე ვარიანტი კი ინგლისელი ფეხბურთელი აივან ტოუნი, რომელიც არასპორტული ქმედებების გამო მოედანს რამდენიმე თვით იყო ჩამოშორებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სერია A-ს გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი იტალიის ჩემპიონატში 2020 წლიდან გამოდის და ლურჯების მაისურით ჩატარებულ 110 შეხვედრაში მის ანგარიშზე 64 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.