"კარვახალთან დუელში აშკარად გაიმარჯვა" - როგორ შეაფასეს ხვიჩას თამაში უცხოურ პრესაში » სპორტის ხაზი

"კარვახალთან დუელში აშკარად გაიმარჯვა" - როგორ შეაფასეს ხვიჩას თამაში უცხოურ პრესაში

"კარვახალთან დუელში აშკარად გაიმარჯვა" - როგორ შეაფასეს ხვიჩას თამაში უცხოურ პრესაში
4-10-2023, 23:01
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მადრიდის "რეალთან" უხვგოლიან შეხვედრაში 2-3 დამარცხდა.

მართალია ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე კონტრიბუცია არ ჰქონია, თუმცა მისი პერფორმანსი ნეაპოლელების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი იყო.

გთავაზობთ რამდენიმე უცხოური გამოცემის შეფასებას კვარაცხელიას პერფორმანსზე:

"მეორე ტაიმში უფრო ეფექტური იყო და "ბლანკოსისთვის" პრობლემების შექმნა დაიწყო", - Ilgiornale.

"ის ძალიან აქტიური იყო, მაგრამ "რეალის" მცველები ხვიჩას ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ", - CalcioNapoli.

"მეორე ტაიმში გაცილებით აგრესიული გახდა და დანი კარვახალს მეტი გამბედაობით უტევდა, შედეგად კი "ნაპოლის" შეტევაც უფრო კრეატიული და სახიფათო გახდა", - Mediaset.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი