"როგორც წესი არასდროს ვიტყუები, მაგრამ მომიწია..." - ბოატენგი "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს » სპორტის ხაზი

"როგორც წესი არასდროს ვიტყუები, მაგრამ მომიწია..." - ბოატენგი "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს

"როგორც წესი არასდროს ვიტყუები, მაგრამ მომიწია..." - ბოატენგი "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს
4-10-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

კევინ პრინც-ბოატენგი 2019 წელს „ბარსელონაში“ თამაშობდა. განელი ფეხბურთელი ესპანურ მედია Cope-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ მესი საუკეთესო იყო.

„მახსოვს, როდესაც კატალონიაში ჩამოვედი მაშინვე მკითხეს, ვინ იყო ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მაშინ ვთქვი, რომ ეს მესი იყო, მაგრამ მოვიტყუე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იყო. როგორც წესი, არასდროს ვიტყუები, მაგრამ ეს ტყუილი „ბარსელონაში“ თამაშის ერთადერთი გზა იყო. მთელი ცხოვრება „რეალის“ გულშემატკივარი ვიყავი. კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს, თუმცა მითხრეს, რომ მესი უნდა მეთქვა. ან არ მათამაშებდნენ. მესი გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ გასახდელში ბევრს არ საუბრობდა.“


განელმა ნახევარმცველმა კატალონიელების მაისური მხოლოდ და მხოლოდ 4-ჯერ მოირგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი