"ორივე თამაშში მომეწონა" - "ტორინოს" პრეზიდენტმა საზონოვი შეაქო » სპორტის ხაზი

"ორივე თამაშში მომეწონა" - "ტორინოს" პრეზიდენტმა საზონოვი შეაქო

"ორივე თამაშში მომეწონა" - "ტორინოს" პრეზიდენტმა საზონოვი შეაქო
3-10-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

"ტორინოს" პრეზიდენტმა, ურბანო კაირმ, საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართელმა "ვეროონას" წინააღმდეგ მატჩი ძირითადიდან დაიწყო, მაგრამ ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

"საზონოვი როგორც დღეს, ასევე რომში გამართულ შეხვედრაში ძალიან მომეწონა. მოდით, ვნახოთ რამდენად მალე დაგვიბრუნდება საბა." - განაცხადა ქართველზე კაირომ.

"ტორინოსა" და "ვერონას" მატჩი 0-0 დასრულდა. მატჩის შემდეგ "ტორინოს" მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, საზონოვზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბედნიეროდ ქართველს მოტეხილობა არ აქვს.

შეგახსენებთ, 7 ტურის შემდეგ "ტორინოს" 9 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი