"პარტენოპეის" ნიგერიელმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა, კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ოსიმენი გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც “ნაპოლის” სიყვარული კიდევ ერთხელ დაუდასტურა, მაგრამ პრაქტიკულად მხოლოდ ფანებს მიმართა.
შეგახსენებთ, ნიგერიელს კონტრაქტი 2-25 წელს ეწურება. შესაბამისად, "პარტენოპეის" ფორვარდის გაყიდვა 2024 წლის ზაფხულში მოუწვეს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველ ფეხბურთელს დე ლაურენტისის გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია რას მოიმოქმედებს კვარა ან თავად "ნაპოლი".