"ლეჩეს" მწვრთნელი: "როდესაც კვარა ამას აკეთებს, ყველაფერი გასაგები ხდება" » სპორტის ხაზი

"ლეჩეს" მწვრთნელი: "როდესაც კვარა ამას აკეთებს, ყველაფერი გასაგები ხდება"

"ლეჩეს" მწვრთნელი: "როდესაც კვარა ამას აკეთებს, ყველაფერი გასაგები ხდება"
1-10-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-7 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" 4-0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი ვიქტორ ოსიმენზე ერთი ბრწყინვალე ასისტი იყო.

მატჩის შემდეგ "ლეჩეს" მწვრთნელმა წაგებული შეხვედრა შეაფასა და ქართველი გარემარბის პერფორმანსსაც შეეხო:

"როდესაც "ნაპოლის" დონის გუნდს ეთამაშები, შეცდომებს არ გაპატიებენ. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელიას დონის მოთამაშე, რომელმაც ვიქტორ ოსიმენს ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა. სამწუხაროა, რომ ეს გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

"ნაპოლიმ" დღეს იმ გუნდის სულისკვეთება აჩვენა, რომელმაც სკუდეტო მოიგო. მაგალითად, როდესაც ხედავ, რომ 1:0-ზე ხვიჩა კვარაცხელია ჟენდრის ბურთის წასართმევად 40 მეტრი მოსდევს, ეს ყველაფრის მეტყველია.

4:0 წავაგეთ, ამიტომ უბრალოდ უნდა გავჩუმდეთ და შემდეგ მატჩზე ვკონცენტრირდეთ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი