ერედივიზიონის მე-7 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ვაალვიკს" ხვდებოდა, მატჩის მიწურულს კი ამსტერდამული კლუბის ფორვარდი ბრობი და "ვაალვიკის" მეკარე ერთმანეთს საშინლად შეეჯახნენ.
"ვაალვიკის" მეკარე შეჯახების გამო გაითიშა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მატჩის შეწყვეტიდან 2 საათში კი ნიდერლანდური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სასიამოვნო ინფორმაცია გამოაქვეყნა:
''ვაალვიკის ძვირფასო გულშემატკივრებო, დაზაფრულნი ვართ მოედანზე მომხდარი შემთხვევით. სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის შემდეგ, ეტიენ ვაესენი გონზე მოვიდა, ის ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. მას გამოკვლევებს უტარებენ. ეტიენს ვუსურვებთ მხნეობას. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება გუნდში'', - წერს "ვაალვიკი"