შირერი: "ამ კლუბში თამაშს ვისურვებდი" » სპორტის ხაზი

შირერი: "ამ კლუბში თამაშს ვისურვებდი"

შირერი: "ამ კლუბში თამაშს ვისურვებდი"
29-09-2023, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ნამდვილ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პრემიერ ლიგის ფავორიტად ითვლება.

ეტიჰადელთა მიმართ თავის სიმპატიებს ვერც ალან შირერი მალავს - ინგლისელი ლეგენდის თქმით, ის დიდი სიამოვნებით მოირგებდა მანჩესტერელების მაისურს:

"მანჩესტერ სიტიში თამაშს ვისურვებდი, რადგან ეს ნიშნავს გოლებს, გოლებს და კვლავ გოლებს.

შეხედეთ ერლინგ ჰოლანდს - უდავოა, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ "სიტი" მას საოცარ მომენტებს უქმნის. ასე რომ, ჩემს სასურველ გუნდად "სიტის" დავასახელებდი, იქ წარმატება და ბევრი გოლი გარანტირებულია",
- განაცხადა შირერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი