VIDEO: ავსტრალიელი ფეხბურთელები მესის ფოტოების გადასაღებად დაელოდნენ » სპორტის ხაზი

VIDEO: ავსტრალიელი ფეხბურთელები მესის ფოტოების გადასაღებად დაელოდნენ

VIDEO: ავსტრალიელი ფეხბურთელები მესის ფოტოების გადასაღებად დაელოდნენ
4-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლეგენდარული დიეგო მარადონას საფეხბურთო კვალის გამგრძელებელმა, ლიონელ მესიმ და მისმა არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის 1/8 ფინალში გრემ არნოლდის ავსტრალია დაამარცხა, რის გამოც სამხრეთ ამერიკელები 1/4 ფინალში კვალიფიცირდნენ, სადაც ისინი ლუის ვან გაალის ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

თამაშის დასრულების შემდეგ, ინტერნეტში ისეთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად დიდებულ და ეპოქალურ მოთამაშეზე ვსაუბრობთ, როდესაც თვალთახედვის არეში ლიონელ მესი გვყავს. საქმე ისაა, რომ ვიდეოში აღბეჭდილია თუ როგორი მოთმინებით უცდიან ფლეიოფში დამარცხებული ავსტრალიელი ფეხბურთელები ლიონელ მესის იმისთვის, რათა მასთან ფოტოები გადაიღონ - ამაში მათ ვერავინ დაადანაშაულებს, ასე არაა? მაშინ, როდესაც მოქმედ ლეგენდასთან სამახსოვრო სურათის გადაღებისა და მოგონების შექმნის შანსი გაქვს, განა ამას ვინ გაუშვებდა ხელიდან? - იხილეთ ვიდეო.

სხვათაშორის, არგენტინისა და ავსტრალიის დაპირისპირებას ტრიბუნებზე რიო ფერდინანდი ესწრებოდა, რომელმაც შემდეგი რამ თქვა: "ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესიმ საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა", რასაც ალან შირერმა ზედ დაურთო: "ჩვენ ყველაზე ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ლეოს თამაშს თვალს ვადევნებთ. მესი ნამდვილი ისტორიაა, მისი შიმშილი, გამარჯვების სურვილი და საფეხბურთო მონაცემები კი საჩემპიონო მოვლენამდე მიდის."

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების 1/4 ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი