"აქამდე მასზე ამას ამბობდნენ" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველ ვარსკვლავზე » სპორტის ხაზი

"აქამდე მასზე ამას ამბობდნენ" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველ ვარსკვლავზე

"აქამდე მასზე ამას ამბობდნენ" - იტალიელი ჟურნალისტი ქართველ ვარსკვლავზე
28-09-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ მრავალდღიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

მატჩის შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ბევრ ფეხბურთელზე მსმენია სისულელეები. კვარაცხელიაზე ამბობდნენ, რომ მას მხოლოდ ლუჩანო სპალეტისთან შეეძლო კარგად თამაში - ეს ტყუილია. კვარას დიდი ნიჭი აქვს, ისევე როგორც ოსიმენს. ეს მოთამაშეები, არასდროს ნებდებიან და წაგება სძულთ" - თქვა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ მატჩში "უდინეზეს" წინააღმდეგ, დიდხნიანი უგოლო ნავსი გატეხა, თავი ერთი გატანილი გოლითა და შესრულებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნაპოლი ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი