იტალიური მედია: "დე ლაურენტისის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებს" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "დე ლაურენტისის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებს"

იტალიური მედია: "დე ლაურენტისის რეაქცია ყველაფერზე მეტყველებს"
28-09-2023, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "უდინეზეს" წინააღმდეგ ნავსი გატეხა და გოლს+საგოლე პასი შეასრულა.

იტალიურმა მედიამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ძველ ფორმაში დაბრუნება უმალვე აიტაცა და კვარაცხელიას გარშემო უამრავი სტატია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ კამერებს არ გამორჩენიათ აურელიო დი ლაურენტისის რეაქცია ხვიჩას გოლზე, რომელიც კმაყოფილებას არ მალავდა. სწორედ ამის თაობაზე წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა:

"დააკვირდით დი ლაურენტისის რეაქციას კვარაცხელიას გოლზე? ის ბედნიერია, რომ თავისი აღმოჩენა კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს, დი ლაურენტისის 1 ჩაღიმება ყველაფერზე მეტყველებს", - წერენ იტალიურ პრესაში.

ცნობისთვის, "უდინეზესთან" მატჩში კვარაცხელიას ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება ჰქონდა - 9.3.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი