ოფიციალურად - ჯენარო გატუზო საფრანგეთში დაინიშნა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ჯენარო გატუზო საფრანგეთში დაინიშნა

ოფიციალურად - ჯენარო გატუზო საფრანგეთში დაინიშნა
27-09-2023, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად - ჯენარო გატუზო ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

როგორც ცნობილია, იტალიელი სპეციალისტი „მარსელის“ წინადადებას გუშინ, 26 სექტემბერს დათანხმდა და კლუბმა მის თანამდებობაზე დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში „მარსელი“ მარსელინომ ჩაიბარა, მან მხოლოდ 7 მატჩში გაწრთვნა ფრანგულ გუნდი და მისი წასვლა არასპორტულ მიზეზებს უკავშირდება, "მარსელის" ხელმძღვანელობას ფან-კლუბების წარმომადგენლები შეხვდნენ და პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ და ლონგორიას მიმართ მუქარაც კი გამოიყენეს.

45 წლის გატუზო ბოლოს ესპანურ „ვალენსიას“ თავკაცობდა. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის იანვრამდე მან ესპანური გუნდს 22 შეხვედრიდან 7 მოაგებინა.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჯენარო გატუზოს ერთადერთი ტიტული აქვს მოპოვებული, მან 2019/2020 წლის სეზონში „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასის გამარჯვებული გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.