"ძვირფასო რუდი, თქვენ თავხედი ხართ!" - იტალიელი ექსპერტი რუდი გარსიას მიმართავს » სპორტის ხაზი

"ძვირფასო რუდი, თქვენ თავხედი ხართ!" - იტალიელი ექსპერტი რუდი გარსიას მიმართავს

"ძვირფასო რუდი, თქვენ თავხედი ხართ!" - იტალიელი ექსპერტი რუდი გარსიას მიმართავს
27-09-2023, 22:18
Aa Aa
გაზიარება:

სპორტულმა ექსპერტმა, რომელიც საფეხბურთო აგენტიც იყო, ენრიკო ფედელემ, „ნაპოლიში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და რუდი გარსია გააკრიტიკა.

„ნაპოლის ბრაგასთან გაუმართლა, ეს მატჩი არ იყო მოსაგები და გუნდს არც დაუმსახურებია, მაგრამ ამის გამო თავის ატკივება არ ღირს. შეცდომები აშკარაა და გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ რაღაც არასწორად კეთდება და საქმე ცუდად მიდის, შენ კი როგორც მწვრთნელი დაჟინებით მოითხოვ, ძვირფასო რუდი, თქვენ თავხედი ხართ.
დღევანდელ ნაპოლის ზოგიერთ პოზიციაზე სამი არჩევანი აქვს. ფორვარდის პოზიციაზე თამაში ოსიმენს, სიმეონესა და რასპადორის შეუძლიათ, მაგრამ თამაშში, როგორც წესი, სამიდან ერთს ვხედავთ.
გუნდში ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებშიც დიდი თანხაა გადახდილი და მათ საერთოდ არ იყენებენ. ამ სეზონში ახალ ფეხბურთელებს შორის არავინ თამაშობს, ეს როგორ ხდება?“
- განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი