გარსიას ვადა მისცეს - მისი შეცვლის 2 სავარაუდო კანდიდატი ცნობილია » სპორტის ხაზი

გარსიას ვადა მისცეს - მისი შეცვლის 2 სავარაუდო კანდიდატი ცნობილია

გარსიას ვადა მისცეს - მისი შეცვლის 2 სავარაუდო კანდიდატი ცნობილია
26-09-2023, 17:19
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიას ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" სეზონი ცუდად დაიწყო. გარდა ამისა, მწვრთნელის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელებიც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

როგორც ირკვევა, აურელიო დი ლაურენტისი გარსიას მუშაობით ასევე უკმაყოფილოა და ფრანგ სპეციალისტს კონკრეტულ ვადებს აძლევს - თუ სიტუაცია ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე უკეთესობისკენ არ შეიცვალა, გარსია პოსტს დატოვებს.

იტალიურ მედიაში მისი შეცვლის მთავარი 2 კანდიდატურაც გაჩნდა - მარსელის "ოლიმპიკის" ყოფილი მწვრთნელი იგორ ტუდორი და "პსჟ"-ს ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე.

შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი" 27 სექტემბერს, "უდინეზესთან" გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი