პარი სენ-ჟერმენის ფრანგი დამრიგებელი, კრისტოფ გალტიე, შესაძლოა, რომ 3 წლის ვადით დააპატიმრონ.
როგორც RMC Sport-ისგან ვიგებთ, გალტიეს ბრალი რასიზმის გამოვლენაში ედება, რასაც ადგილი ნიცაში მუშაობისას ჰქონდა.
საქმე თავად გალტიეს სიტყვებს ეხება, რომელიც მან ნიცას მაშინდელ სპორტულ დირექტორს უთხრა:
"ამდენი აფროამერიკელი და მუსლიმი გუნდში არ უნდა იყვნენ." - კრისტოფ გალტიე
იმ შემთხვევაში თუ გალტიეს აღნიშნული ბრალდება დაუმტკიცდება, მაშინ კრისტოფს 3 წლით თავისუფლების აღკვეთასთან და 45 ათას ევროს ოდენობის ჯარიმასთან მოუწევს შეგუება.