ძოლა: "მაინც მჯერა, რომ კვარას ბრწყინვალე სეზონი ექნება" » სპორტის ხაზი

ძოლა: "მაინც მჯერა, რომ კვარას ბრწყინვალე სეზონი ექნება"

ძოლა: "მაინც მჯერა, რომ კვარას ბრწყინვალე სეზონი ექნება"
26-09-2023, 12:11
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლისთვის" და ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2023/24 წლების სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო.

მიუხედავად ამისა, იტალიელ ფეხბურთის ექსპერტებს ქართველი ფეხბურთელის რწმენა არ დაუკარგავთ, ამის დასტური კი ჯანფრანკო ძოლას განცხადებაა სკაი სპორტსთან:

"შედარებების გაკეთებისთვის ჯერ ადრეა. როდესაც ისეთ მწვრთნელს ცვლი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა გუნდზე, მის ჩანაცვლებას დრო სჭირდება, ახალმა თავკაცმა თავისი იდეები უნდა დანერგოს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ბედნიერი ვარ, რომ ის კვლავ "ნაპოლიშია". წელს ნამდვილად რთული სეზონი ექნება, რადგან მან თავისი სტატუსი ხელახლა უნდა დაამტკიცოს და ეს ურთულესია. მეტოქეებმა კვარა კარგად შეისწავლეს, რაც ხვიჩას მდგომარეობას ართულებს, თუმცა ეს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი წელია და მჯერა, ყველაფერს შეძლებს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი