ვან ბასტენი: "გავაუქმოთ ფეხბურთი ნიდერლანდებში" » სპორტის ხაზი

ვან ბასტენი: "გავაუქმოთ ფეხბურთი ნიდერლანდებში"

ვან ბასტენი: "გავაუქმოთ ფეხბურთი ნიდერლანდებში"
26-09-2023, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდური ფეხბურთის მთავარი გრანდი, ამსტერდამის "აიაქსი" კრიზისულ მდგომარეობაშია - მიმდინარე სეზონში ისინი იმდენად ცუდად გამოიყურებიან, რომ ფანები პროტესტის რადიკალურ ზომებსაც კი მიმართავენ.

აღნიშნულ საკითხზე მოულოდნელი კომენტარი გააკეთა მარკო ვან ბასტენმა. მისი თქმით, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ქვეყანაში პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი უნდა აიკრძალოს:

"აიაქსის ფანების მოქმედება სცენარის ყველაზე ცუდი განვითარებაა. ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ უნდა ავკრძალოთ. რა ეგონათ ფანებს, რომლებიც ასე უმსგავსოდ მოიქცნენ? თუ ასეთ პრობლემებს ვერ გადაჭრი, ფეხბურთი აღარ უნდა ვითამაშოთ.

უბრალოდ მინდა, ასეთი იდიოტების თავში ჩავიხედო. უბედნიერესები ვიყავით, როცა კოვიდ-პანდემიის შემდეგ ფანები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ, ახლა კი მათგან ეს მივიღეთ",
- განაცხადა ვან ბასტენმა.

ცნობისთვის, მარკოს გაბრაზება "აიაქსის" ფანების იმ საქციელმა გამოიწვია, რომლის გამოც "ფეინოორდთან" მატჩი გადაიდო კიდეც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი