"ხვიჩა ახლა ნამდვილი ათლეტია, ის 8 სანტიმეტრით გაიზარდა" - იური სიომინი ქართველზე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ახლა ნამდვილი ათლეტია, ის 8 სანტიმეტრით გაიზარდა" - იური სიომინი ქართველზე

"ხვიჩა ახლა ნამდვილი ათლეტია, ის 8 სანტიმეტრით გაიზარდა" - იური სიომინი ქართველზე
25-09-2023, 20:41
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვთნელმა იური სიომინმა ერთ-ერთ რადიოში სტუმრობისას ნაპოლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხვიჩა ფიზიკურად გაძლიერდა.

"ხვიჩა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ჩვენთან ყოფნის პერიოდში ის ძალიან გამხდარი იყო, ახლა კი 8 სანტიმეტრით უფრო მაღალია ვიდრე მაშინ.

ფიზიკურადაც უფრო ძლიერი გახდა და უკვე ნამდვილი ათლეტია. ან ბუნებრივად ხარ ათლეტი ან კიდევ ამის მიღწევაში შრომა გეხმარება. ძალიან რთულია ასეთ დონეზე ყველაფერს გაუძლო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის თავს შესანიშნავ გრძნობს.

წინა სეზონში სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაფერი თავიდან დაიწყო. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მწვრთნელი შეიცვალა - რა მოხდება ახლა? ნამდვილად ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება..
", - განაცხადა სიომინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი