უახლესი ამბები ნეაპოლიდან - რა ხდება გუნდში გასული მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

უახლესი ამბები ნეაპოლიდან - რა ხდება გუნდში გასული მატჩის შემდეგ?

უახლესი ამბები ნეაპოლიდან - რა ხდება გუნდში გასული მატჩის შემდეგ?
25-09-2023, 17:48
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლი" მოედანს დილით დაუბრუნდა, რათა ოთხშაბათს, "მარადონაზე" გასამართი "უდინეზესთან" მატჩისთვის მოემზადოს.

როგორც კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ ჟუან ჟესუსს, რომელმაც "ბოლონიასთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა,
დაუდასტურდა მარცხენა ბარძაყზე დაზიანება, ასე რომ, მის მაგივრად მატჩში დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ მცველ, ნათანს.

ნეაპოლელთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც ასევე გამოტოვა გასული მატჩი, ამირ რაჰმანი, მცირე ვარჯიშებს გადის და ემზადება მოედანზე დასაბრუნებლად, ასევე პერსონალურად ვარჯიშობს იტალიელი მეკარე გოლინი.

დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე გუნდის ოფიციალური განცხადება ასე წერს: "გუნდი დაიყო ორ ჯგუფად. ისინი, ვინც გუშინ სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშეს, სპორტდარბაზში განტვირთვით იყვნენ დაკავებულნი. სხვა ფეხბურთელები, მოედანზე ვარჯიშობდნენ და სხვადასხვა ტაქტიკურ სამუშაოებს გადიოდნენ.

მომდევნო მატჩს "ნაპოლი" 27 სექტემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი