"აიაქსი" 3:0 მარცხდებოდა, როცა ფანებმა ეს გააკეთეს! » სპორტის ხაზი

"აიაქსი" 3:0 მარცხდებოდა, როცა ფანებმა ეს გააკეთეს!

"აიაქსი"  3:0 მარცხდებოდა, როცა ფანებმა ეს გააკეთეს!
24-09-2023, 21:28
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის აიაქსი ერედივიზიონის მორიგ შეხვედრაში ფეიენოორდს მასპინძლობდა, მაგრამ მატჩი სამჯერ შეწყდა, რის გამოც დაპირისპირება საბოლოოდ გადაიდო. ეს 55-ე წუთზე მოხდა, როცა ამსტერდამული გუნდი 0:3 მარცხდებოდა, ქართველი ფეხბურთელი კი სათადარიგო სკამზე იჯდა.

შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიში გაიხსნა, "ფეიენოორდმა" პირველი გოლი გაიტანა. ზუსტად 10 წუთში "წითელ-თეთრების" თავდამსხმელმა ხიმენესმა დუბლი შეასრულა,

ამსტერდამულმა გრანდმა 37-ე წუთზე მესამე გოლიც მიიღო.

თავიდან შეხვედრა ორჯერ შეწყდა - პირველად ეს მე-19 წუთზე ფეიენოორდის გოლის შემდეგ მოხდა, როცა გულშემატკივარმა სტადიონზე ჭიქა ისროლა, რის შემდეგაც შეხვედრა მალევე გაგრძელდა, 43-ე წუთზე კი მსაჯი იძულებული იყო ფეხბურთელები მოედნიდან გაეყვანა, რადგან ამჯერად სტადიონიდან მაშხალები ისროლეს.

მოთამაშეები რამდენიმე წუთში მოედანზე დაბრუნდნენ და პირველი ტაიმიც დამთავრდა, მეორე ნახევრის დასაწყისში იგივე განმეორდა - ფანებმა კვლავ მაშხალები ისროლეს და უსაფრთხოებისთვის ფეხბურთელები მოედნიდან ისევ გავიდნენ. საბოლოოდ კი შეხვედრა გადაიდო.

აშკარაა, რომ კლუბსა და გულშემატკივრებს მკაცრი სასჯელი ემუქრებათ.

სტადიონის გარეთ ქაოსი და არეულობა კვლავ გრძელდება. ამსტერდამელთა გაბრაზებული ფანები, ბოლო შედეგებისა და კლუბში არსებულ სიტუაციას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებდნენ, რამაც საბოლოო ჯამში მწვავე სახეც მიიღო. ზოგიერთმა გულშემატკივარმა სტადიონის შესასვლელის შუშის კარებებიც ჩაამტვრია და შიგნით შეაღწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი