"ნაპოლის" სპორტული დირექტორი: "კონტრაქტის საკითხი მათ თამაშის ხარისხზე არ აისახება" » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი: "კონტრაქტის საკითხი მათ თამაშის ხარისხზე არ აისახება"

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი: "კონტრაქტის საკითხი მათ თამაშის ხარისხზე არ აისახება"
24-09-2023, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" სერია ა-ს ახალი სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც იტალიურ მედიაში მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა.

კრიტიკის ობიექტები როგორც ფეხბურთელები, ასევე რუდი გარსია არიან, თუმცა თავად ნეაპოლურ კლუბში თვლიან, რომ სიტუაცია საგანგაშო არაა:

"ნაპოლის მიზანი მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებაა - როგორც ეს ეკადრება სერია ა-ს ჩემპიონს, რომელმაც სკუდეტო 16-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო. ამ გუნდის მზარდი პოტენციალი აქვს და მისი ამბიციებიც ლოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო გუნდები თამაშობენ.

ეს ის გუნდია, რომელმაც შედეგს წინა სეზონში მიაღწია, ამიტომ კრიტიკა გადაჭარბებული მგონია. იყო ფეხის დაცდენები, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრებშიც ითამაშა, მათ კი ძალების აღდგენა სჭირდებათ.

ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ის შესანიშნავი ბიჭია, როგორც ყველა დანარჩენი. კვარა და ვიქტორ ოსიმენი პროფესიონალები არიან, ამიტომ კონტრაქტის საკითხები მათ თამაშის ხარისხზე არ აისახება"
, - განაცხადა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი