"მასთან მუშაობა კატასტროფული გამოცდილება იყო", - ჟუნინიო რუდი გარსიაზე » სპორტის ხაზი

"მასთან მუშაობა კატასტროფული გამოცდილება იყო", - ჟუნინიო რუდი გარსიაზე

"მასთან მუშაობა კატასტროფული გამოცდილება იყო", - ჟუნინიო რუდი გარსიაზე
23-09-2023, 00:40
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, ხოლო ბევრის აზრით, ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე რუდი გარსიაა.

კვარაცხელიას სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ ფრანგ სპეციალისტთან პრობლემები სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონიათ, ერთ-ერთი მათგანი კი ჟუნინიო გახლავთ:

"რუდი გარსიასთან მუშაობა მწარედ მახსენდება, ის ყველაზე ცუდი თვისებების მქონე ადამიანია, ვინც კი მინახავს. გარსიამ კოლექტივთან მუშაობა არ იცის და შიშის დანერგვას ცდილობს. ამ კაცისთვის უმნიშვნელოა გუნდური წარმატება და მთავარია, ყურადღების ცენტრში იყოს, თუნდაც კრიზისულ სიტუაციაში.

გარსიას უყვარს სხვა ადამიანებისგან სარგებლის მიღება, ხოლო ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, ვერაფერს ვერ გაუბედავდა, პირიქით, დილას საუზმესაც მიართმევდა ხოლმე", - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი