სიტუაცია საგანგაშოა - დე ლიხტი ბაიერნში საკუთარი როლით უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

სიტუაცია საგანგაშოა - დე ლიხტი ბაიერნში საკუთარი როლით უკმაყოფილოა

სიტუაცია საგანგაშოა - დე ლიხტი ბაიერნში საკუთარი როლით უკმაყოფილოა
22-09-2023, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD ირწმუნება, რომ მატიას დე ლიხტი ბაიერნში ყოფნით და კლუბში მისი ამჟამინდელი როლით ბედნიერი აღარ არის.

"ის საერთოდ არ არის ბედნიერი! იმედგაცრუებულია და სულ უფრო და უფრო ცუდ განწყობაზე დგება, რადგან საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა", - წერს გამოცემა.

აქვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დე ლიხტმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ბაიერნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო მთელი სეზონის განმავლობაში - ამის ფონზე კი კიდევ უფრო საკვირველია, რატომ არ ენდობა ტომას ტუხელი 24 წლის მცველს.

ცნობისთვის, დე ლიხტსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2027 წელს ეწურება, თუმცა, მედიაში უკვე აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, 2024 წლის ზაფხულში დე ლიხტი მზად იქნება სხვა კლუბების შემოთავაზებაც მოისმინოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი