"ამ ასპექტში ძალიან ცუდები არიან" - პირდაპირი განცხადება იტალიელისგან » სპორტის ხაზი

"ამ ასპექტში ძალიან ცუდები არიან" - პირდაპირი განცხადება იტალიელისგან

"ამ ასპექტში ძალიან ცუდები არიან" - პირდაპირი განცხადება იტალიელისგან
22-09-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ მედიაში აქტუალურობას კვლავ არ კარგავს.

ცნობილი იტალიელი ანტონიო კასანო, რომელიც ქართველი ფეხბურთელისადმი ყოველთვის დადებითად საუბრობს, ფიქრობს, რომ კვარაცხელია და ლობოტკა გარსიამ პრობლემად აქცია. ანტონიოსთვის მიუღებელი გამოდგა განცხადებაც, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ნაპოლიმ კვარას კონტრაქტის შესაძლო განახლების შესახებ გამოაქვეყნა.

"ნაპოლი დაცვაში ცუდად თამაშობს, მაგრამ არსებობს ორი ყველაზე დიდი პრობლემა, - ერთია ლობოტკა, რომელსაც თამაშთან კავშირი საერთოდ არ აქვს და მწვრთნელუ  პრობლემებს უქმნის. მეორე პრობლემაა კვარაცხელია, რომელმაც შეცვლაზე რთული რეაქცია გამოავლინა, რასაც სპალეტისთან არ გააკეთებდა. ნაპოლი ანარქიული გახდა. ყველაზე სკანდალური კი დე ლაურენტისის პასუხი იყო, როდესაც კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს სისულელე უწოდა. კვარაცხელიას ადგილას მე გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს მადრიდში გავაკეთე. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია". - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლიში ურთიერთობები ტოქსიკური ხდება. კვარაცხელია "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტშია, მაგრამ ამის ადეკვატური კონტრაქტი არ აქვს. გარდა ამისა, შეხედეთ ჯენოასთან შეცვლის შემდეგ მის ჟესტს..." -
აცხადებს კვარაცხელიაზე ვეტერანი ფეხბურთელი დანიელე ადანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი