ლეო მესიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
მან "პსჟ"-ს მხრიდან უპატივცემულობასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ისაუბრა:
"არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ თავისი კლუბისგან მილოცვა და აღნიშვნა არ მიიღო. ნაკრების უკლებლივ 25-მა ფეხბურთელმა კლუბებისგან ჯილდოები მიიღეს.
კილიან მბაპესთან და "პსჟ"-ს სხვა ნებისმიერ ფეხბურთელთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ხოლო პარიზული კლუბის ქომაგებისგან სტვენა მესმის, რადგან მათი ქვეყანა ჩემს გამო ვერ გახდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონი.
კარიერის დასრულება? ამაზე არ მიფიქრია და არც მინდა ვიფიქრო, რადგან თამაშით კვლავ ვიღებ სიამოვნებას. მე პირველი ნაბიჯი გადავდგი და ევროპა დავტოვე, თუმცა ამ სპორტისგან კვლავ მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ."