"ბათუმში ფულის გამო კი არა, ამ მიზეზის გამო გადავედი" - დემჩენკოს პასუხი გორელ ქომაგებს » სპორტის ხაზი

"ბათუმში ფულის გამო კი არა, ამ მიზეზის გამო გადავედი" - დემჩენკოს პასუხი გორელ ქომაგებს

"ბათუმში ფულის გამო კი არა, ამ მიზეზის გამო გადავედი" - დემჩენკოს პასუხი გორელ ქომაგებს
21-09-2023, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და მეტოქე 1:3 დაამარცხა.

გორის დილადან ბათუმში გადასვლის შემდეგ უკრაინელი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო პირველად ესტუმრა გორს - მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივმა გულშემატკივრებმა უკრაინელ სპეციალისტს პროტესტის ნიშნად დოლარები ესროლეს, რაზეც ვრცელი კომენტარი დემჩენკომ მოგვიანებით Geo Team-თან გააკეთა.

"მინდა მოკთხვა გადავცე პატარა ბიჭს გორის დილაში, გიორგი ჯოხაძეს, რათა მან არ მოახერხოს მცდარი წარმოდგენების მოხვევა გორის დილას გულშემატკივრებზე.

ასეთი საქციელი, რასაც ჩემს შესახებ ინტერვიუების მიცემა და დოლარების ჩემს მიმართ სროლა ქვია, მხოლოდ მას ამცირებს და მინდა ვუთხრა, ნუ ეშვება ასეთ დაბალ დონეზე. შეინარჩუნოს კაცობა, იყავი კაცი!

მე გორის დილასთვის ამ 3 წელში ბევრი რამ გავაკეთე. დილა გავხადე ტოპ კლუბი საქართველოში, რომელიც ყველა გუნდთან მაგრად იბრძოდა. უკანასკნელ 1.5 წელიწადში ამ გუნდშ 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიტანე - მე არ გავქცეულვარ გუნდიდან. ვისარგებლე ჩემი უფლებით, რომელიც ეხებოდა კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას ევროტურნირების შემდეგ, თუ მივიღებდი წინადადებას გუნდიდან, რომელიც უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.

ასე რომ, მინდა მოვიკითხო ჯოხაძე გიორგი, რომელმაც დაწერა, რომ მათ 10,000 ევრო შემომთავაზეს - პირველ რიგში, 10,000 კი არა, 8,000 შემომთავაზეს. ის ატყუებს გულშემატკივრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე გავიქცეი. მე გავიზარდე აქ და გადავიზარდე გორის დილას მოთხოვნებისთვის, მეტი მსურდა. გადავედი ბათუმში, რადგან მატ კონტრაქტში უწერიათ, რომ მხოლოდ პირველი პირველ ადგილზე უნდა გავიდე.

მინდა მოგმართოთ, რომ დარჩით კაცებად და დააფასეთ ის, ვინც აქ შედეგს წლების განმავლობაში ხურდების სანაცვლოდ აკეთებდა. ისინი არიან დამნაშავეები.

შემოთავაზება მივიღე, გვქონდა კონტრაქტში პუნტქი, რომლის მიხედვითაც ევროტურნირების შემდეგ 25,00 ევროს სანაცვლოდ ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა შემეძლო.

მე ეს პუნტქი გამოვიყენე. გადაიზარდა ჩემი მოთხოვნების ამბიცია გორის დილას მოთხოვნებთან შედარებით. არ მინდა ხალხი მოტყუვდეს, რომ ფულის გამო წავედი. წავედი განვითარებისთვის და მეტი ამბიციისთვის.

ისინი მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ აქ ყველაფერი გავაკეთე და დილა გავხადე გუნდი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.

მათ შეეძლოთ უბრალოდ მადლობა ეთქვათ, მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, არ არის კაცური და მინდა იყვნენ კაცები
", - განაცხადა დემჩენკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი