რეალის სარეზერვო გუნდის 3 ფეხბურთელი 16 წლის გოგონას ეროტიკული კადრების გავრცელებისთვის დააკავეს » სპორტის ხაზი

რეალის სარეზერვო გუნდის 3 ფეხბურთელი 16 წლის გოგონას ეროტიკული კადრების გავრცელებისთვის დააკავეს

რეალის სარეზერვო გუნდის 3 ფეხბურთელი 16 წლის გოგონას ეროტიკული კადრების გავრცელებისთვის დააკავეს
21-09-2023, 20:24
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდის სამი ფეხბურთელი 16 წლის გოგონასთან ერთად ეროტიკული ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს.

მათ მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს, მეოთხე ფეხბურთელი კვლავ გამოძიების ქვეშაა, თუმცა მათი სახელები ამ დრომდე არ სახელდება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფეხბურთელმა კადრები ივნისის თვეში კანარის კუნძულზე გადაიღო და შემდეგ თანაგუნდელებს გაუვრცელა - ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდეო რეალ მადრიდის მთავარი გუნდის წევრებს შორისაც გაიგზავნა, თუმცა ეს ამ დრომდე არ დასტურდება.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვნის დედამ ვიდეოს არსებობის შესახე შეიტყო და პოლიციაში საჩივარი შეიტანა. სკანდალში მონაწილე პირებს 3 თვიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი