"რატომ გავიყვანე ხვიჩა ასე ადრე?" - გარსიამ მიზეზი განმარტა » სპორტის ხაზი

"რატომ გავიყვანე ხვიჩა ასე ადრე?" - გარსიამ მიზეზი განმარტა

"რატომ გავიყვანე ხვიჩა ასე ადრე?" - გარსიამ მიზეზი განმარტა
21-09-2023, 10:38
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პორტუგალიულ "ბრაგას" ესტუმრა და მძიმე ბროლაში 1-2 დაამარცხა.

კვარაცხელიამ თავისი გუნდის პორველ გატანილ გოლში ლომის წვლილი შეიტანა, სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ შეიქმნა მეტოქის საჯარიმოში არეულობა. შეხვედრის 66-ე წუთზე რუდი გარსიამ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა, ქართველმა ფლანგის შემტევმა კი ამ დროს უკმაყოფილება ვერ დამალა და მწვრთნელი მისამართით სასიამოვნო სიტყვებიც არ უთქვამს.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა გარსიას ჰკითხეს, თუ რატომ შეცვალა კვარა ასე ნაადრევად, ფრანგმა სპეციალისტმა კი უპასუხა:

"რატომ შევცვალე კვარაცხელია? ვიცი, რომ ხვიჩას მატჩში გარდატეხის შეტანა და შეტევით ასპექტში მნიშვნელოვანი როლის თამაში უნდოდა. თუმცა მაგალითად ოსიმენი, ბევრს დარბოდა და იბრძოდა. სწორედ ამას ვითხოვ ჩემი ყველა ფეხბურთელისგან", - განაცხადა გარსიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი