"ეს ყველაფერი გადაწყვეტილებას სარისკოს ხდის" - ინგლისური მედია ჩაკვეტაძეზე » სპორტის ხაზი

"ეს ყველაფერი გადაწყვეტილებას სარისკოს ხდის" - ინგლისური მედია ჩაკვეტაძეზე

"ეს ყველაფერი გადაწყვეტილებას სარისკოს ხდის" - ინგლისური მედია ჩაკვეტაძეზე
20-09-2023, 22:57
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში უოტფორდის შემადგენლობაში უკვე 6 მატჩში ითამაშა. ქართველმა გასულ ტურში თავის ინგლისურ კარიერაში პირველი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჩაკვეტაძე უოტფორდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარის წესით გაიფორმა.

ბრიტანულმა მედიამ "უოტფორდის" ზაფხულის გაფორმებები შეაფასა და მათ პოტენციალზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეზეც წერს.

"რამდენიმე წლის წინ ქართველი ფეხბურთელი კარგად იყო შეფასებული და როგორც იწერებოდა, მას ტოპ-კლუბები აკვირდებოდნენ. შესაბამისად, უოტფორდის მხრიდან ზაფხულში მისი გაფორმება მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ტრავმიანობის რთულ წლებს.

ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიპში გადასვლამდე ჯვარედინი მყესები აწუხებდა, რაც "უოტფორდის" ამ გადაწყვეტილებას სარისკოს ხდის. ცხადია, რომ იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით კლუბმა თავი იმ შემთხვევისთვის დაიზღვია, თუ ეს ტრანსფერი წარმატებული არ აღმოჩნდება. თუ ფეხბურთელი ფორმას შეინარჩუნებს და ჯანმრთელი იქნება, არის იმის შანსიც, რომ ეს ჭკვიანური მოქმედება აღმოჩნდეს. 24 წლის ასაკში მას ჯერ კიდევ საკმაო დრო აქვს საკუთარი მრავალფეროვანი პოტენციალის გამოსავლენად და გამოსაყენებლად"
- წერენ ბრიტანელები.

"უოტფორდი" ჩემპიონშიპის ცხრილში 8 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი