ივან პროვედელი: "არ მქონდა გააზრებული, რომ გოლი გავიტანე" » სპორტის ხაზი

ივან პროვედელი: "არ მქონდა გააზრებული, რომ გოლი გავიტანე"

ივან პროვედელი: "არ მქონდა გააზრებული, რომ გოლი გავიტანე"
20-09-2023, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გიჟურად დაიწყო - მატჩის ბოლო წუთზე "ლაციოს" მეკარემ მადრიდის "ატლეტიკოს" თავური გოლი გაუტანა და იტალიურ გუნდს ქულა გადაურჩინა.

ივან პროვედელი რომაული კლუბის გმირია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, არ ჰქონდა გააზრებული, რომ გოლი გაიტანა:

"უცნაურად ვიზეიმე? შეიძლება, რადგან არ მქონდა გააზრებული, რომ გოლი გავიტანე.

ჩირო იმობილეს გახსნები შევისწავლე ვარჯიშზე. როდესაც დავინახე, რომ ბურთი ლუის ალბერტოს ჰქონდა, ვიცოდი, რომ შორეული ძელისკენ ჩააწოდებდა, მეც შესაბამისად მოვიქეცი და იმ მხარეს გავიხსენი",
- განაცხადა ივანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში პირველი გოლი არ ყოფილა - აქამდე, 2020 წელს სერია ბ-შიც აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი