გოჩოლეიშვილი: "თამაში ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ" » სპორტის ხაზი

გოჩოლეიშვილი: "თამაში ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ"

გოჩოლეიშვილი: "თამაში ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ"
20-09-2023, 14:13
Aa Aa
გაზიარება:

ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა - დონეცკის "შახტარი" "პორტოსთან" 1-3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გოჩოლეიშვილმა გააკეთა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დავგეგმეთ. პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 1-3 ვაგებდით, მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, მაგრამ ეს შედეგებში ვერ აისახა.

იყო თუ არა ეს გუნდური მუშაობის ნაკლებობის ბრალი? არ მგონია, რომ ასე იყოს. ფეხბურთელები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოედანზე ერთმანეთი ვიგრძნოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. "პორტოსგან" ასეთ თამაშს ველოდით და ვემზადებოდით, თუმცა მათ მოსალოდნელზე მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს, რისთვისაც მზად არ აღმოვჩნდით.

თამაშის შემდეგ მწვრთნელმა გვითხრა, რომ წინ კიდევ ბევრი თამაშია და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან მომდევნო შეხვედრები ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდეს.

დიდი მადლობა უკრაინელ ქომაგებს, ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციისდა მიუხედავად, ჩვენ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი