"ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ისაა..." - ვლადიმირ ვაისი გამორჩეულ ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ისაა..." - ვლადიმირ ვაისი გამორჩეულ ქართველზე საუბრობს

"ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ისაა..." - ვლადიმირ ვაისი გამორჩეულ ქართველზე საუბრობს
19-09-2023, 00:20
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის "სლოვანი" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ჯაბა კანკავაზე ისაუბრა და მის მიმართ კარგი სიტყვები არ დაიშურა.

სლოვაკი სპეციალისტის აზრით, ნორმალური ვერ იქნება ის ფაქტი, რომ სლოვანის საუკეთესო ფეხბურთელი ისევ 37 წლის ჯაბა კანკავაა,

"სახელებს არ დავასახელებ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ჩვენ ორთაბრძოლებში უბრალოდ ვაგვიანებთ. ასე ვიტყვი, ნორმალური არ არის, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ჯაბა კანკავაა. ის გულით და ემოციით თამაშობს. მას გამოვყოფ, რადგან ამას იმსახურებს. წარმოუდგენელია, როგორ იბრძვის კლუბისთვის და ჩემთვის. თუმცა, თუ უმრავლესობა მისნაირად არ ითამაშებს, დავმარცხდებით" - თქვა ვაისმა მთავარმა მწვრთნელმა

"სლოვანს" სლოვაკეთის ჩემპიონატში 5 მატჩში მხოლოდ 8 ქულა აქვს დაგროვებული და ცხრილის ლიდერ "ტრენჩინს" 8 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი