"ნაპოლიმ" სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, ხოლო რუდი გარსიას სკამი თავიდანვე შეირყა.
გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და თამაშის ხარისხის გამო მის გათავისუფლებაზე იტალიური მედია აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა, როგორც ირკვევა, თავად გარსია ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს.
CalioNapoli იტყობინება, რომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს გათავისუფლების არ ეშინია და საკუთარ მოვალეობას ისევ ისე ასრულებს, როგორც აქამდე ასრულებდა. ამ ყველაფრის გამო გარსია წნეხს ვერ გრძნობს.
მოგეხსენებათ, რუდი გარსია "ნაპოლიში" 2 თვის წინ, ლუჩიანო სპალეტის შემცვლელად მოვიდა. ის აქამდე კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრის" წვრთნიდა.