კეინი: "ეს არის რთადერთი, რაც მიუნხენში ყოფნის პერიოდში ინგლისიდან მენატრება" » სპორტის ხაზი

კეინი: "ეს არის რთადერთი, რაც მიუნხენში ყოფნის პერიოდში ინგლისიდან მენატრება"

კეინი: "ეს არის რთადერთი, რაც მიუნხენში ყოფნის პერიოდში ინგლისიდან მენატრება"
18-09-2023, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან ადაპტაციის პერიოდზე და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

ჟურნალისტის კითხვაზე: "არის რამე ინგლისში გატარებული ცხოვრებიდან, რაც აქ, მიუნხენში გენატრებათ?" - კეინი პასუხობს: "ამჟამად ერთადერთი, რაც მენატრება ჩემი ოჯახია, რომელიც კვლავ ლონდონშია - კარგი იქნება, აქ მიუნხენში სახლის პოვნას და მათ გადმოყვანას თუ მოვახერხებ. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგადაა."

"ქალაქი ჯერ კარგად ვერ დავათვალიერე, ერთი საღამო მქონდა თავისუფალი, რომელიც ტომას მიულერთან ერთად გოლფის თამაშში გავატარე. ბიჭებთან ერთად ვახშამზეც ვიყავი და რა თქმა უნდა ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახისთვის სახლსაც ვეძებდი. მოუთმენლად ველოდები როდის გავიცნობ ამ ქალაქს უკეთ - უახლოეს თვეებში სწორედ ამას ვეცდედბი", - განცხადა კეინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი