"მადლობა ასეთი საჩუქრისთვის" - ასათიანი » სპორტის ხაზი

"მადლობა ასეთი საჩუქრისთვის" - ასათიანი

"მადლობა ასეთი საჩუქრისთვის" - ასათიანი
15-09-2023, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა სომხეთთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

აღნიშნული მატჩი მისთვის საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში.

"ასეთი ამაყი, როგორიც დღეს ვარ, შეიძლება არასდროს ვიყო. ჩემს გუნდს ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. 100 თამაში იყო შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ამაზე დიდი პატივი მე არ ვიცი, რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმეში ერთი პატარა აგური მაინც მაქვს დადებული.
სომხეთი ძალიან რთული და ძლიერი მეტოქე იყო. რეალისტები ვიყოთ, ჯერ ძალიან შორია მსოფლიოს ჩემპიონატამდე, მიწაზე უნდა დავეშვათ. ეს იყო, უბრალოდ ერთი გამარჯვება, წინ ბევრი თამაშია, მათ შორის, ხუთ დღეში ძალიან ძნელი მატჩი პორტუგალიასთან. მთავარია, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ და თუ ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშზე, დარწმუნებული ვარ, ერთად ყველას დავამარცხებთ.
საქართველოს ნაკრები ევროპაში მეცხრე ადგილზეა, რაც ძალიან საამაყოა. მარტო დღევანდელი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, შემდეგ შესარჩევებზე ეს ძალიან დიდ შვებას მოგვცემს. ბევრად უფრო უკეთეს კალათაში ვიქნებით, რაც ალბათობაა იმის, რომ შედარებით სუსტი ნაკრები შეგვხვდეს. ეს შედეგი გუნდურობის დამსახურებაა, ერთი მეორის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ."
- განაცხადა ასათიანმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი