საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა » სპორტის ხაზი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
15-09-2023, 22:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

თბილისის სპორტის სასახლეში ქართველებმა სომხეთის ნაკრები მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხეს. ჩვენებურებმა ანგარიში პირველივე ტაიმში 2-0 წაიყვანეს, ხოლო მეორე ნახევარში მისი შენარჩუნება შეძლეს.

სომხების გარდა საქართველოსთან ჯგუფში პორტუგალია და ფინეთი არიან. მომდევნო მატჩს ქართველები 20 სექტემბერს, სტუმრად პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ინაღდებს, ხოლო 4 საუკეთესო მეორე ადგილოსანი ასევე შეძლებს ტურნირზე კვალიფიკაციას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.