დღეს ფიფამ ოფიციალურად დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის მებრძოლი კანდიდატების სია.
ჯილდოსთვის ხუთი სპეციალისტი იბრძოლებს: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (ინტერი), ანგე პოსტეკოგლუ (სელტიკი/ტოტენჰემი), ლუჩანო სპალეეტი (იტალიის ნაკრები/ნაპოლი) და ჩავი (ბარსელონა).
ცნობისთვის, გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მანჩესტერ სიტიმ ტრიპლეტი შეასრულა.