GOAL: პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა იანვარში კვარაცხელიას სანაცვლოდ ALL IN გააკეთოს! » სპორტის ხაზი

GOAL: პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა იანვარში კვარაცხელიას სანაცვლოდ ALL IN გააკეთოს!

GOAL: პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა იანვარში კვარაცხელიას სანაცვლოდ ALL IN გააკეთოს!
14-09-2023, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

მართალია, წლევანდელი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის მიმართ მსოფლიო გრანდების ინტერესი არ ნელდება.

ბოლო ხანებში აქტიურად იწერება "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტზე - წითელი ეშმაკები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარსკვლავურ ტრანსფერს გეგმავენ და მიზანში სწორედ კვარაცხელია ჰყავთ ამოღებული.

Goal იტყობინება, რომ იანვარში "იუნაიტედი" მზადაა ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს:

"ოლდ ტრაფორდზე ანტონისა და ჯეიდონ სანჩოს მომავალი ბუნდოვანია, ხოლო "იუნაიტედს" კვარაცხელია ძალიან მოსწონს. კულუალური ინფორმაციით, იანვარში "იუნაიტედი" ქართველის სანაცვლოდ ALL IN-ზე წავა", - წერს Goal.

ცნობისთვის, Daily Mail-ის ჟურნალისტი, მაიკ კიგანი, იტყობინება, რომ მომდევნო სეზონში ხვიჩას პრემიერ ლიგაში ხილვა რეალური შესაძლებლობაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი