"კარგი მეგობრები ვართ, თამაშის დროს კი ამაზე ვისაუბრეთ..." - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"კარგი მეგობრები ვართ, თამაშის დროს კი ამაზე ვისაუბრეთ..." - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"კარგი მეგობრები ვართ, თამაშის დროს კი ამაზე ვისაუბრეთ..." - ლეო ოსტიგორი ხვიჩა კვარაცხელიაზე
13-09-2023, 22:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში ნორვეგიას სტუმრად დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, Geo Team-თან ინტერვიუში ნაპოლის და ნორვეგიის ნაკრების მცველმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"თამაშის მიმდინარეობისას მე და ხვიჩა ვსაუბრობდით, ჩვენ ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ.

ერთ მომენტში მისი დარტყმა დავბლოკე და ის არ ყოფილა ამით ბედნიერი, რაც მითხრა კიდეც - სულ ეს იყო რაზეც ვისაუბრეთ.

მალე ერთმანეთს აეროპორტში შევხვდებით და ნეაპოლში ერთად დავბრუნდებით, წინ იტალიაში მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება - მისი ნახვაც და მის წინააღმდეგ თამაშიც სასიამოვნოა.

კვარა ტოპ ფეხბურთელია. ის წინა სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ხდება ხოლმე, რომ ყოველ მატჩში გოლი ვერ გაგაქვს, მაგრამ ის ძალიან ხარისხიანი მოთამაშა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ნაპოლიში ჩემი გუნდელია.

ის, რაც მან წინა სეზონში გააკეთა, წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, ამ სეზონშიც ვიხილავთ მისგან საოცარ თამაშებს
", - განაცხადა ოსტიგორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი