საფრანგეთის ნაკრებისა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.
"მესმის მათი, ვინც სათამაშოდ საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში წასვლა გადაწყვიტა. საუბარია წარმოუდგენელ თანხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები საკმაოდ კარგად გამოვიმუშავებთ, ზოგიერთი თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების მეტად უზრუნველყოფაზეც ფიქრობს და ამას ნორმალურად ვიღებ. ისინი ვალდებულები არიან, კარგად ითამაშონ და სრულებით წარმოაჩინონ თავიანთი უნარები.
შეიძლება თუ არა იქ მეც წავიდე? მე მყავს ოჯახი, სამი შვილი. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩემი მიზანი კვლავაც MLS-ია" - თქვა მადრიდის "ატლეტიკოს" 32 წლის შემტევმა.